logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი კამერების წინ არ აიცრება
- +

23 მარტი. 2021. 19:19

 

„ვლადიმირ პუტინი არ არის კამერების წინ ვაქცინაციის მომხრე, ამიტომ ის საჯაროდ არ აიცრება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ისედაც ბევრს აკეთებს რუსული ვაქცინის პოპულარიზაციისთვის, ამიტომ ვაქცინაციის ფოტო, ან ვიდეომასალის გავრცელებას არ აპირებენ.

 

"პრეზიდენტი თავისი სამუშაო დროის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს უძღვნის ღონისძიებებს, საუბრებს და შეხვედრებს, რომლებიც ვაქცინაციასთან და ვაქცინის წარმოებასთანაა დაკავშირებული," - აცხადებს პესკოვი.

 

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება, თუმცა,  არ ასახელებენ, რომლით.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner