logo_geo
eng_logo
როდის იგეგმება ჯარისკაცების ვაქცინაცია - ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტება
- +

23 მარტი. 2021. 20:20

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის  განცხადებით, ჯარში კორონავირუსის გაკონტროლება მაღალ დონეზე მოხდა, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს. 

რაც შეეხება ჯარისკაცების ვაქცინაციას, მისნისტრის  თქმით, მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, რომ  ჯარისკაცები რისკჯგუფებზე წინ დაეყენებინათ და მათზე ადრე აეცრათ.

 

"ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, რომ რისკჯგუფებზე წინ დავაყენოთ ჯარი და ავცრათ, აქ შედეგია ჩვენი მიზანი და შედეგიდან გამომდინარე, ის პრაქტიკა, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ, ამას მივყვებით," - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

მინისტრის თქმით, მისიებში მყოფ ჯარისკაცებს პარტნიორი ქვეყნები აცრიან:

 

"რაც შეეხება მისიებში მყოფ სამხედროებს, ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რომ ჩვენი პარტნიორები იზრუნებენ მათ ვაქცინაციაზე,"- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner