logo_geo
eng_logo
„თავისუფალი დემოკრატები“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს
- +

12 ივლისი. 2016. 13:30



„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძეგამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.




თავისუფალი დემოკრატების" სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თანამშრომლობა სამომავლოდ შესაძლებელია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან და მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან". გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდნაციონალური მოძრაობა", რომელთანაც არაფერი გვაკავშირებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 


მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები" მიესალმება, თუკი რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერის გადალახვას მოახერხებს, თუმცა, შიდა კვლევების შედეგებისა და ანალიზის მიხედვით, ამის შანსი პარტიას არ აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner