ვიქტორ ყიფიანის აზრით, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში საქართველოსთვის ასოცირების დღის წესრიგის საკითხის შეჩერების განხილვა არარეალურია.
საკითხზე „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ „იმედთან“ ისაუბრა.
„არ ვიცი რას ეყრდნობა ეს ინფორმაცია. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან თამამი პროგნოზი, რომელიც ერთგვარად არარეალისტური არის სწორედ იმ ინტერესთა თანხვედრიდან გამომდინარე, რაც ამ შემთხვევაში ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებს.
და ეს ერთიანობა არის რეგიონებში ჩვენი საერთო ევროპული ინტერესების თანხვედრა და გამარჯვება. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ პროცესი ასეთი უკიდურესი სცენარით განვითარდეს“, - აღნიშნა ყიფიანმა.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „საქართველო სულ ერთი არ არის ევროპისთვის, ისევე როგორ ევროპა სულ ერთი არ არის ჩვენთვის“.