logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ვაგრძელებთ კახი კავსაძის გადარჩენისთვის ბრძოლას
- +

23 მარტი. 2021. 22:30

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ცნობილი მსახიობის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

"ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, 2-3 თვის წინ მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან.

მაგრამ, ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოსტკოვიდური გართულება. როდესაც ის ჩვენს კლინიკაში კოვიდს ამარცხებდა, მას ფილტვის დაზიანების ინდექსი მცირე ჰქონდა. გაწერისას ფილტვის დაზიანება აღარ აღენიშნებოდა და, აქედან გამომდინარე, მან წარმატებით დაამარცხა კოვიდინფექცია ჩვენთან ერთად,"- აღნიშნა ლევან რატიანმა "ღამის კურიერის" ეთერში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner