logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის წითელ ხაზებს არასდროს გადაკვეთს
- +

23 მარტი. 2021. 22:52

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო.

 

„რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ნაწილს, საუბრისასაც აღინიშნა, რომ ჩვენი უწყება არ შევა სიღრმეებში. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს დემოკრატიის წითელ ხაზებს.

სატელეფონო საუბარი, გაცვლითი ვიზიტები, პორტში მათი ფლოტის ვიზიტები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის დასაცავად რეგიონში და კერძოდ ჩვენი პარტნიორობისთვის.

ბუნებრივია, ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული რისკები იზრდება რეგიონში და ეს, ჩემი პირადი აზრით, უფრო ხელს შეუწყობს ნატოში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner