„რამდენიმე დღის წინ პრემიერი იყო ბრიუსელში და დღესაც მოვისმინეთ ნატოდან გარკვეული გზავნილები. ქვეყანაზე მოფიქრალი და პატრიოტი ოპოზიცია თუნდაც იმისთვის, რომ ამ გზავნილებს არ შეეშალოს ხელი, გადადებდა ყველაფერს განზე, მოუსმენდა ევროპელ მეგობრებს და შევიდოდა პარლამენტში, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაგვეჩქარებინა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ყოველთვის, როცა მოლაპარაკებებზე მივდივართ, ბუნებრივია, შეთანხმების რაღაც იმედი გვაქვს, თუმცა როდესაც მაგიდის ერთ თავში მიხეილ სააკაშვილია, ამ დროს ყოველთვის ნათელია მისი სურვილი - ის ან უნდა იყოს გამარჯვებული, ან უნდა ააყირაოს მაგიდა, სხვანაირად მას არ შეუძლია.
თუ მისი მხრიდან კონსენსუსზე წასვლა შეუძლებელია, ამიტომაც მე ეჭვით ვუყურებ მოლაპარაკების შედეგს. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი გამოვა მისი გავლენების სფეროდან, როგორც ეს უკვე რამდენიმე პარტიამ გააკეთა.
მათ ნამდვილად სხვადასხვა ინტერესი აქვთ. არიან პარტიები, რომლებმაც უბრალოდ წააგეს, მაგრამ გაცილებით მეტს ელოდნენ და პარტიის ლიდერებმა საკუთარი სახელები მე-12 და მე-15 ადგილებზე ჩაწერეს სიაში და ახლა თამაშგარე მდგომარეობაში, მათ პარლამენტში შესვლის არანაირი ინტერესი არ აქვთ.
არაერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ღიად თქვა, რომ „ნაცმოძრაობას“ არც უნდოდა მოლაპარაკებები და ისინი მხოლოდ მაგიდის აყირავებაზე, შეთანხმების ჩაშლასა და რევოლუციური მუხტის გამოწვევაზე ფიქრობდნენ. თუ ამას მკაფიოდ ყველა ძალა გაისიგრძეგანებს, დიალოგისა და შეთანხმების მოსურნე ძალები ერთ მხარეს აღმოჩნდებიან, რადიკალური ოპოზიცია კი მეორე მხარეს. რამდენიმე დღის წინ პრემიერი იყო ბრიუსელში და დღესაც მოვისმინეთ ნატოდან გარკვეული გზავნილები.
ქვეყანაზე მოფიქრალი და პატრიოტი ოპოზიცია თუნდაც იმისთვის, რომ ამ გზავნილებს არ შეეშალოს ხელი, გადადებდა ყველაფერს განზე, მოუსმენდა ევროპელ მეგობრებს და შევიდოდა პარლამენტში, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაგვეჩქარებინა“, - განაცხადა სუბარმა.