logo_geo
eng_logo
იაგო ხვიჩია: ოპოზიციის ნაწილი არის დესტრუქციული
- +

24 მარტი. 2021. 01:18

 

„არ ვიცი რაზე მოდიოდა „ქართული ოცნება“, რაზე არის ახლა თანახმა „ქართული ოცნება“ და რაზე უკრა მას ხელი ოპოზიციამ, რომლის ნაწილიც, დავეთანხმები ჩემს ოპონენტებს, არის დესტრუქციული“, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

„მე ძალიან მაინტერესებს იმ 6 პუნქტიდან რაზე იყო წამსვლელი „ქართული ოცნება“ პირობითად და რაზე თქვა უარი ოპოზიციამ. შეგვიძლია ჩამოვყვეთ ამას და მაყურებელს გავაგებინოთ, ვინ იყო სინამდვილეში დესტრუქტორი ან რამდენად სამართლიანი იყო ის პირობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ კრიზისის განსამუხტად წარადგინა.

მე უბრალოდ ვერ შევაფასებ ამას, რადგან ფიზიკურად არ ვიცი რაზე მოდიოდა „ქართული ოცნება“, რაზე არის ახლა თანახმა „ქართული ოცნება“ და რაზე უკრა მას ხელი ოპოზიციამ, რომლის ნაწილიც, დავეთანხმები ჩემს ოპონენტებს, არის დესტრუქციული“, - განაცხადა ხვიჩიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner