„ხალხს რომ არჩევნების გაყალბების სწამდეს, დაძახება არ დასჭირდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო და შიდა დამკვირვებელი ამბობს ერთსა და იგივეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
მეორე, სულ გვეუბნებიან, თავებს ნუ ითვლითო, მაგრამ ნდობა მაინც არის იმის მიმართ თუ რამდენი ადამიანი გამოდის მიტინგზე. ხალხს რომ არჩევნების გაყალბების სწამდეს, დაძახება არ დასჭირდებოდა.
ყველანაირი დაძახების, პარტიული რესურსის გამოყენების მიუხედავად, არცერთი ადამიანი არ გამოდის გარეთ, 2000-ს არ ასცდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოდის მიტინგზე“, - განაცხადა სუბარმა.