logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ვარშავის სამიტი NATO-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეპოქაა
- +

12 ივლისი. 2016. 13:55



პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ძაბირაძემ ვარშავის სამიტს NATO-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეპოქის დაწყება უწოდა.



„ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ვარშავის სამიტი ყველაზე დიდი მოვლენაა. ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც ითქვა, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, ასეთი მნიშვნელობის საქართველოს არ ჰქონია. ადრე შეხვედრები იყო, ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ვარშავის სამიტი შეიძლება ითქვას, რომ არის NATO-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეპოქა.

სამიტზე პირველად ჩატარდა NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა, სადაც მიღებული იქნა დეკლარაცია. იწყება ინტენსიური თანამშრომლობა როგორც სამხედრო, ისევე პოლიტიკური.

ეს არის პროცესი საქართველოს თანდათანი ინტეგრაციის NATO-ს სტრუქტურებში და მის საქმიანობაში. ერთ დღეში და ერთ წუთში ვერ გავხდებით მისი წევრი, ეს მოხდება ეტაპობრივად",-  განაცხადა ძაბირაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner