logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია რომ გაბუტულია და პარლამენტში არ შემოდის, ამის გამო ქვეყანაში ავტოკრატიაა?
- +

24 მარტი. 2021. 02:01

 

 

„თუ თქვენ ამბობთ, რომ შეგიძლიათ დაასაბუთოთ არჩევნების გაყალბების ბრალდება, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იკავებთ თავს საგამოძიებო კომისიაში ამის წარდგენისგან“, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების საკმარისი მტკიცებულებები აქვს შეგროვებული.

 

„ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისის მთავარი საკითხი უკავშირდებოდა ერთ რამეს - ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ითხოვს ვადამდელ არჩევნებს იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა.

ჩვენ ხომ უნდა ვცეთ პატივი თუნდაც იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ მოგვცა ხმა და ვუთხრათ, რატომ გაყალბდა ეს არჩევნები? თუ შეგიძლიათ ამის გაკეთება და არ აკეთებთ იმიტომ, რომ ამას დიდი დრო სჭირდება, არჩევნებიდან უკვე 5 თვე გავიდა, დამთავრებული იქნებოდა აქამდე ყველაფერი.

მეც არანაკლებად კარგად მაქვს გამოკვლეული არაერთი ოლქის მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ დისბალანსზე საუბრისას თქვენ ცდილობთ, წარმოაჩინოთ ვითარება იმგვარად, თითქოს რაღაც პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. თუ თქვენ საუბრობთ 900 უბანზე, რამდენი პროცენტი იქნება ეს 2 მილიონი ამომრჩევლის?

ეს ციფრი არ აღემატება ნახევარ პროცენტს, მთელი დისბალანსი რომ შეაჯამოთ. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რატომ შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა ავტოკრატიას.

მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია გაბუტულია და პარლამენტში არ შემოდის? მაშინ ასეთი რისკი თეორიულად ყველა ქვეყანას ემუქრება, თუ იქ ერთ დღეს ოპოზიცია გაბრაზდება და ბოიკოტს გამოაცხადებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner