logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დატოვებს
- +

12 ივლისი. 2016. 13:58



თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-ში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს.

ხიდაშელის განცხადებით, გუშინ ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და შეხვედრაზე გარკვეულ კალენდარზე შეთანხმდნენ.



ბუნებრივია, რომ აქამდე როგორც მოვედით, ზუსტად ისე, ცივილიზებულად უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის და პრობლემას შექმნის. მათ შორის ერთ-ერთი არის რამდენიმე დღის წინ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ში დაგეგმილი ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ ახლა მე ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. მე არა მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომელ რიცხვში და რომელ საათზე მოხდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და მე და პრემიერი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ - არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, შუაში მივატოვო პროცესი, რომლის წარმატებისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner