logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება
- +

24 მარტი. 2021. 10:51

 

„საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს „იმედის დილაში“ განაცხადა.

 

„ჩვენი სურვილია მოსახლეობას მივცეთ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა. მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

 

„ასტრაზენეკას“ აქვს ვადა და არ დგას ის რისკი, რომ ვაქცინას ვადა გაუვა და აღარ იქნება გამოყენებადი. ფაიზერის“ ვაქცინა შემოდის 29 500 დოზა, რომელიც მოიცავს მხოლოდ 14 000-მდე მოქალაქეს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში შეზღუდული აქვთ. მათ არ ეკითხებიან რომელი ვაქცინით უნდათ აცრა, რომელიც არის ადგილზე იმ ვაქცინის იცრებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner