logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ
- +

24 მარტი. 2021. 10:53

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ.

 

BBC-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს პარტია „ლი კუდი“ და მისი მოკავშირეები სავარაუდოდ, ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში 52 ან 53 ხმის მოპოვებას შეძლებენ, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად არ არის საკმარისი.

 

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დიდი ალბათობით, კოალიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ.

 

ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

 

ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა. წინა არჩევნების დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში კოალიციის შექმნა შეძლო.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/648020-beniamin-netaniahu-da-misi-mokavshireebi-saparlamento-archevnebshi-damarcxdnen

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner