logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა
- +

12 ივლისი. 2016. 13:58



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მან პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს რესპუბლიკური პარტია და დარჩეს გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში.



ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდშიქართულ ოცნებასთან" ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", - ნათქვამია გიგლა აგულაშვილის განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner