logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა
- +

24 მარტი. 2021. 11:19

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია დახურულ კარს მიღმა განხორციელდა.

 

მათ არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმირ პუტინი.

 

პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ პუტინი თავს კარგად გრძნობს და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით  „Sputnik V“-ით, „EpiVacCorona“-თა და „CoviVac“-ით მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინის ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელებულა.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/648029-vladimer-putinma-koronavirusis-sacinaagmdego-rusuli-vakcina-daxurul-kars-migma-gaiketa

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner