-
+
24 მარტი. 2021. 12:00
კოლორადოში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არის ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი. ინციდენტი ქალაქ ბაულდერში მოხდა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
პოლიციის ცნობით, 21 წლის მამაკაცმა ცეცხლი სუპერმარკეტში გახსნა.
შეერთებულ შტატებში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შესაძლოა, ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აკრძალონ. კოლორადოში მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საჭიროა. ცნობილია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი შესაბამის მიმართვას აშშ-ის კონგრესისთვის უკვე ამზადებს.
https://report.ge/world/koloradoshi-srolis-shemdeg-baidenma-khutdghiani-glova-gamoatskhada/