საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის გაყრის პარამეტრები უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
„იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება. დიდი ხანია ერთად მოვდივართ და ძირითადი ამოცანები ერთად გადავჭერით და დავასრულეთ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პიროვნულად, ვინაიდან ხშირად დაძაბული ურთიერთობები გვქონდა. გაყრის პარამეტრები კი უახლოეს დღეებში გამოჩნდება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ორი „რესპუბლიკელი" მინისტრი თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას ტოვებს. რაც შეეხება კიდევ ერთ „რესპუბლიკელ" მინისტრს - გიგლა აგულაშვილს, ის პარტიას ტოვებს და რჩება გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.