logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: მინისტრად დარჩენის თაობაზე პრემიერისგან შეთავაზება არ ყოფილა
- +

12 ივლისი. 2016. 14:24



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პარტიული საქმიანობის დატოვებისა და მინისტრად დარჩენის თაობაზე მის მიმართ პრემიერისგან შეთავაზება არ ყოფილა.



არ ყოფილა ასე, წინაასაარჩევნო კამპანიაზე იყო მხოლოდ საუბარი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.



თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიციური სამთავრობო ვალდებულებების არჩევნებამდე შესრულებაზე საბოლოოდ უარი გუშინ მიიღო.



მე ვფიქრობ, გიგლას გადაწყვეტილება მინისტრად დარჩენის და პარტიიდან წასვლის შესახებ თქვენს კითხვაზე პასუხს სცემს.

მე არ ვიცი, ვინ როდის რა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჩვენ გუშინ ამაზე უარი მივიღეთ. გუშინ იყო ის ბოლო შეხვედრა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner