logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: NATO-ს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება ძალიან მცირეა
- +

12 ივლისი. 2016. 14:25



პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ძაბირაძის განცხადებით, პარლამენტში უმრავლესობას ის პოლიტიკური პარტიები მოიპოვებენ, რომლებსაც საგარეო კუთხით პროდასავლური ორიენტაცია აქვთ, თუმცა პრორუსული ორიენტაციის რამდენიმე პარტიაც გადალახავს 5%-იან ბარიერს.



„ამომრჩეველი ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანს მხოლოდ საგარეო კუთხით არ გააკეთებს. საზოგადოება გაითვალისწინებს უფრო სხვა ფაქტორებს. პრორუსული პარტიები პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ. რამდენიმე მათგანმა შეიძლება გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ უმრავლესობას პროდასავლური ორიენტაციის პარტიები მოიპოვებენ.  NATO-ს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება და პარტიები ძალიან მცირეა", - განაცხადა ძაბირაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner