ცაგერში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. იმის გამო, რომ მეწყრული პროცესები იქ ახლაც აქტიურია, ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება. მიწის დიდი მასა ხანგრძლივი და გადაუღებელი წვიმების გამო ჩამოიშალა.
10 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მნიშვნელოვნად არის დაზიანებული საავტომობილო გზაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ალტერნატიული გზის გახსნას გეგმავს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ამინდის გამოსვლასთან ერთად დაიწყება.