საქართველო - ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. რიგში 18 774 მომხმარებელია, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი ამ მდგომარეობით 14 700-ია. რიგის ნომერი მინიჭებულია ქრონოლოგიურად, 12 საათის შემდეგ მომხმარებელთა შემოსული მოთხოვნის მიხედვით.
ამჟამად უკვე გაყიდულია 208 ბილეთი. საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.
მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს.