„რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმირ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.