რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლებას ანიჭებს
-
+
24 მარტი. 2021. 16:08
„რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმირ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/648119-rusetis-dumam-daamtkica-kanoni-romelic-vladimer-putins-saprezidento-archevnebshi-kidev-orjer-monacileobis-uplebas-anichebs