თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების, განსაკუთრებით კი პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვების ახლიდან დაწესება მოუწევთ.
„ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ლოკდაუნების, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, დაბალი ტემპებით თუ გაგრძელდება ვაქცინაცია, როდისთვის ვარაუდობთ მესამე ტალღას, ცერცვაძე პასუხობს:
„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში“, – განაცხადა ცერცვაძემ.