logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ავირჩიოთ ვაქცინაციის, პირბადეების გზა და გახსნილი გექნებათ ხელ-ფეხი ბედნიერი ცხოვრებისკენ ან მოგვიწევს შეზღუდვების ახლიდან შემოღება
- +

24 მარტი. 2021. 16:09

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების, განსაკუთრებით კი პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვების ახლიდან დაწესება მოუწევთ.

 

„ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ლოკდაუნების, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, დაბალი ტემპებით თუ გაგრძელდება ვაქცინაცია, როდისთვის ვარაუდობთ მესამე ტალღას, ცერცვაძე პასუხობს:

 

„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

https://1tv.ge/news/tengiz-cercvadze-avirchiot-vaqcinaciis-pirbadeebis-gza-da-gakhsnili-geqnebat-khel-fekhi-bednieri-ckhovrebisken-an-mogviwevs-shezghudvebis-da-lokdaunebis-akhlidan-shemogheba/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner