logo_geo
eng_logo
არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ ხვალიდან ფართომასშტაბიან პროექტს – „ერთი კვირა სხვისთვის“ იწყებს
- +

12 ივლისი. 2016. 14:48



არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის" იწყებს ფართომასშტაბიან პროექტს - „ერთი კვირა სხვისთვის", რომლის მიზანიც საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა, ქველმოქმედებასა და სოციალურად სასარგებლო საქმიანობაში.



„კვირას" პრესკლუბში აქციის ორგანიზატორებმა: „შენთვის, ანუ ყველასთვის" დამფუძნებელმა დაჩი ბალიაშვილმა და სისხლის ბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ლოლიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ითქვა, რომ სამდღიანი ღონისძიების მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება.



დავით ლოლიაშვილის განცხადებით, აქცია სტარტს აიღებს 13 ივლისს და სამ ეტაპად განხორციელდება.



ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტიერთი კვირა სხვისთვის" მოიცავს საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის მქონე შემდეგ აქტივობებს: 1. სისხლის გადასხმის აქცია - ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. 2. დასუფთავების აქცია - თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება (როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური).

პროექტიერთი კვირა სხვისთვის", ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება - სისხლის გადასხმის აქციით - აიღებს სტარტს და ის 3 დღის მანძილზე გაგრძელდება", - განაცხადა დავით ლოლიაშვილმა.



ა(ა)იპ „შენთვის ანუ ყველასთვის", ინიციატივით პროექტში, მონაწილეობას მიიღებენ მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული შპს „სისხლის ბანკის" დახმარებით, მოეწყობა მოძრავი ლაბორატორიები, შერჩეულ ლოკაციებზე. ეს ლოკაციებია „კიბერსუსაფრთხოების" სააგენტო, „საზოგადოებრივი მაუწყებელი", მედიაჰოლდინგი „კვირა". სისხლის ბანკის დირექტორის განცხადებით, აქციაში ჩართულ დონორებს ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები:



სისხლის ჯგუფი, რეზუსფაქტორი, სისხლის საერთო ანალიზი, აივინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, სიფილისი.



აქციის უმთავრესი მიზანია, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ჩვენი თანადგომით გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ვაგრძნობინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სრულფასოვანი არიან ისინი ჩვენი საზოგადოებისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი კეთილი ნებით გაღებული სისხლით ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შპსსისხლის ბანკი" უზრუნველყოფს, ყოველ დონორს ჩაუტაროს კვლევა სხვადასხვა პროფილით, რაც შემდეგ საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები. ()იპშენთვის ანუ ყველასთვის" გთავაზობთ, გახდეთ პარტნიორი ზემოთ აღნიშნული პროექტის, პირველი ეტაპის ფარგლებში, რათა ერთად დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მიზანიც, თხოვნაც არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ სისხლის ჩაბარება არ არის საზიანო, არამედ ის დიდი მადლი და სიკეთეა", - თქვა დავით ლოლიაშვილმა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის" დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ მრავალი საქველმოქმედო და სოციალური აქცია უზრუნველყო. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოების, აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის სასარგებლო საქმიანობებში. ჩვენი მიზანია, ასევე დავამკვიდროთ დემოკრატიული პრინციპები, დავიცვათ ადამიანის უფლებები და ავამაღლოთ მოსახლეობის განათლების დონე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner