logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის
- +

24 მარტი. 2021. 18:18

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ სენატში გაიმართა შეხვედრა საქართველოში დემოკრატიის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, რომ იმ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საქართველოშია შექმნილი უკვე შეშფოთებით ადევნებენ თვალს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ-შიც“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ-დან გზავნილი იყო ძალიან მარტივი და ის რაც საქართველოში ხდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. სამხარაძის თქმით, ეს როგორც ევროკავშირის ასევე სენატის მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა.

 

„როდესაც რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც რუსეთმა გაიძლიერა საკუთარი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ დაკავებული ვართ არა იმით, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ ამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან, ამის ნაცვლად დაკავებული ვართ იმით, ვინ შემოვა და არ შემოვა პარლამენტში, ვინ მოისროლა და არ მოისროლა სამაჯური. დაკავებული ვართ ვიწრო პარტიული ინტერესების გარჩევით. ჩემი აზრით ეს არის საგანგაშო ამ ქვეყნისთვის, როდესაც ასეთ რთულ პერიოდში ჩვენ სრულიად სხვა საკითხებით ვართ დაკავებული და არ ვართ დაკავებული იმ საკითხებით, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/193579/nikoloz-samkharadze-khelovnurad-sheqmnili-krizisi-da-is-rats-saqartveloshi-khdeba-mkholod-rusetis-interesebshi-shedis

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner