logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სენატორების გზავნილია, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, ცივილიზებული ქვეყნებისთვის კი მიუღებელია, როცა ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე
- +

24 მარტი. 2021. 19:58

 

„არჩევნებთან დაკავშირებით გზავნილი იყო, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციაზე, გუშინდელი განხილვის დროს არ ყოფილა“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს დემოკრატიულობის საკითხის განხილვისას სენატში გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

 

 

„იყო გზავნილი ქვეყნის მიმართ, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე და ერთგული დასაყრდენი რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე იყო აღქმული გუშინდელი გზავნილები, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში სტაბილურობა.

 

სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც გარე საფრთხეების მინიმიზაციის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესით.

 

სწორედ ამ კონტექსტში, ძალიან ადეკვატურად გავიგეთ ჩვენ გუშინდელი განცხადებები, რომლებიც იყო ცალსახად მხარდამჭერი საქართველოს მეგობრების გზავნილები, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით გაჟღერებული გზავნილი იყო, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა გუშინდელი განხილვის დროს.

კვლავ გაიმეორეს საერთაშორისო სამონიტორო მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სრულ თავსებადობაში იყო იმ ფუნდამენტურ უფლებებთან, რაც საერთაშორისოდ აღიარებულია.

ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი ყოველგვარ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც არის შექმნილი ამ არჩევნების თითქოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მგონია, დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner