logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ ქვეყანას სანქციები დაუწესდეს
- +

24 მარტი. 2021. 20:55

 

„ოპოზიცია ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ვერც კი წარმოუდგენია, სანქციების დაწესება.

 

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება.

ეს არის მათი დღის წესრიგი, მეტი არაფერი. ვიზიარებ და ვემხრობი, რომ უნდა მივიღოთ რეზოლუცია, სადაც იქნება მოწოდება ორივე მხარეზე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

მაგრამ შეგახსენებთ, არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? ვერაფერი ვნახეთ.

 

კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც ა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

რაც ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner