logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: აშშ-ის ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია
- +

24 მარტი. 2021. 23:00

 

„კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

 

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, გასულ კვირას თავად მონაწილეობდა პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში.

 

„მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე.

მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება.

თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება  გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია.

პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner