„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ პარალელური რეალობა შექმნან და ეს ყველაფერი, ერთის მხრივ, 20 ივნისის საქმე და მეორეს მხრივ, ნიკა მელიას გირაოს საკითხი, შემოგვასაღონ სულ სხვა პერსპექტივით, დაგვანახონ სულ სხვა თვალით“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თითქოს 2 პარალელური საქართველო არსებობს: ერთის მხრივ, ის, რომელსაც სახავენ ჩვენი ოპონენტები და რომელშიც ამყოფებენ საკუთარ მხარდაჭერებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები კარგად ფლობენ იმ სიტუაციას, რაც საქართველოშია.
„ამიტომ ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, რომ გაესაღებინათ ეს მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია, საკუთარი ნარატივით, ვფიქრობ, რომ ჩავარდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.