logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს გვქონია ისეთი თანამშრომლობა აშშ-სთან, როგორიც ამჟამად გვაქვს
- +

24 მარტი. 2021. 23:45

 

„თავად ის ფაქტი, რომ სტრატეგიული პარტნიორი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და სპეციალურ მოსმენა გაიმართა სენატში, მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ისთვის საქართველო, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, თვლის მნიშვნელოვანად ქვეყანაში სტაბილურობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ ცალსახად ვიხილეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. პირველ რიგში, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი გზავნილები და ასევე გამოხატულება ორპარტიული მხარდაჭერისა სწორედ იმ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას.

ეს ასევე ცალსახად მხარადჭერა იყო ქვეყნის პროდასავლური კურსის და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს არ გვქონია ისეთი თანამშრომლობა აშშ-სთან, როგორიც ამჟამად გვაქვს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner