logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არჩევნების შედეგი აღიარებულია
- +

25 მარტი. 2021. 00:01

 

„მგონია, რომ უბრალოდ სიმართლეს თვალს არ უსწორებს ოპოზიცია, იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს და არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციას ამოძრავებს ვიწროპარტიული ინტერესი, რომელიც ძალიან მოკლევადიან შედეგზეა მიმართული.

 

„ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არჩევნების შედეგი აღიარებულია და ამ შედეგების ფონზე ვიღებთ იმას, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, მონაწილეობენ იმიტომ, რომ მათ გარკვეული შედეგი აჩვენეს არჩევნებში და ესაა საზომი.

ზოგიერთები საერთოდ არ ვიცი, რისთვის იბრძვიან, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ისინი პარლამენტში მაინც ვერ მოხვდებიან და შესაძლოა, ამ თვალსაზრისით ისინი დესტრუქციასაც ემსახურებიან.

ფაქტი ერთია, დღეს ჩვენთვის ამოცანაა ის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც მიმართული იქნება იქით, რომ ნაკლოვანებები, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, გამოვასწოროთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პირობა, არამედ ეს უკვე შექმნილი კანონ-პროექტია.

 

მიუხედავად იმისა, ოპოზიციონერები მიიღებენ თუ არა კანონ-პროექტის განხილვაში მონაწილეობას, იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი განვამტკიცოთ და იმისათვის, რაც სენატში განხილვაზე ითქვა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, ამ ნარატივის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და არა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ, რამდენიმე ჭირვეული ოპოზიციონერი. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, რასაც ეს ცვლილებები ეყრდნობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner