logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: სენატში კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი
- +

25 მარტი. 2021. 00:02

 

„გუშინ სენატში კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„არანირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, გამოიხატა თუ არა ხალხის ნება, არ ყოფილა.

აქედან გამომდინარე, არჩევნების დასრულების პირველი დღიდან ჩვენ გვესმის ეს მოწოდებები აშშ-ის, ევროპის, ჩვენი პარტნიორები, გულშემატკივრებისგან, რომელთაც ესმით ის, რაც სენატორმა შაჰინმა ასე მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ ქუჩიდან საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა ემსახურება რუსეთის ინტერესებს და მნშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის გამოხატული არჩევანი, გამოხატული იყოს პარლამენტში მუშაობით და იმ შედეგებით, რომელიც ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს ასე ძალიან სჭირდება ამ გამოწვევების პირობებში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner