logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია გაზაფხულს და დათბობას ელოდებოდა, რომ აქციები უფრო კომფორტული ყოფილიყო
- +

25 მარტი. 2021. 01:06

 

„ოპოზიცია გაზაფხულს და დათბობას ელოდებოდა, რომ აქციები უფრო კომფორტული ყოფილიყო. მათ ორი თვე სჭირდებათ იმისთვის, რომ მიტინგი დააორგანიზონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„თავად ოპოზიციის მხრიდანაც ითქვა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ფასილიტაციის პერიოდი მიდიოდა, არის ჯგუფი („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) პოლიტიკოსებისა, რომლებიც პირდაპირ ხელს უშლიან ნებისმიერ შეთანხმებას, ვინაიდან მათი ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება.

ისინი ბოლო წლების განმავლობაში ხედავენ, რომ არჩევნების გზით მათ არ შეუძლიათ, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ამიტომ ეძებენ გზას, როგორ აუარონ გვერდი არჩევნებს, დემოკრატიულ პროცედურებს და ასე მოიპოვონ ძალაუფლება.

 

მათთვის რამე შეთანხმება არანაირ ინტერესში არ არის. მათ ინტერესშია მეტი დესტაბილიზაცია და წყლის ამღვრევა, რომ ამ ამღვრეულ წყალში როგორმე თევზი დაიჭირონ. 2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, არ ყოფილა არცერთი წუთი, დღე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეღიარებინოს, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner