logo_geo
eng_logo
ეკა მიშველაძე: სასამართლოს რეფორმირების საკითხში პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში
- +

12 ივლისი. 2016. 15:28



პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა.



ცნობილია, რომ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, მოეწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად. თუმცა დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია, რაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის. გაუგებარი და გასაკვირია ცალკეული დეპუტატების კომენტარები, რომ მესამე მოსმენის წინ, როდესაც ხდება მხოლოდ ტექნიკური და სარედაქციო ჩასწორებები, მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ. პრეზიდენტის აზრით, ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმირებისა და გაჯანსაღების საკითხში პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც საპარლამენტო უმცირესობაში", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner