აშშ-ის ვირჯინიის შტატში ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა გააუქმა. ადგილობრივ კანონს ხელი დემოკრატმა გუბერნატორმა რალფ ნორტემმა მოაწერა.
ვირჯინია მთელი ქვეყნის მაშტაბით 23-ე და ამერიკის სამხრეთის პირველი შტატი გახდა, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალეს.
სასჯელის უმაღლესი ზომა ვირჯინიაში კოლონიის დაარსებიდან - მე-17 საუკუნიდან მოქმედებდა და ამ დროის მანძილზე ის 1 400-ჯერ გამოიყენეს. ეს მთელი შტატების მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიკვდილით დასჯის სახელმწიფო აღსრულება ვირჯინიის შტატში 2017 წლიდან უკვე შეჩერებული იყო.