logo_geo
eng_logo
სიკვდილით დასჯა აშშ-ის კიდევ ერთ შტატში აიკრძალა
- +

25 მარტი. 2021. 10:59

 

 

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა გააუქმა. ადგილობრივ კანონს ხელი დემოკრატმა გუბერნატორმა რალფ ნორტემმა მოაწერა.

 

ვირჯინია მთელი ქვეყნის მაშტაბით 23-ე და ამერიკის სამხრეთის პირველი შტატი გახდა, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალეს.

 

სასჯელის უმაღლესი ზომა ვირჯინიაში კოლონიის დაარსებიდან - მე-17 საუკუნიდან მოქმედებდა და ამ დროის მანძილზე ის 1 400-ჯერ გამოიყენეს. ეს მთელი შტატების მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიკვდილით დასჯის სახელმწიფო აღსრულება ვირჯინიის შტატში 2017 წლიდან უკვე შეჩერებული იყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner