19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლის საბოლოო განაჩენს ბრალდებულთა ოჯახის წევრების მწვავე რეაქციები მოჰყვა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძზე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შაქარაშვილების ოჯახი კმაყოფილია, რადგან თვლიან, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი ობიექტურად წარმართეს.
„თამუნამ როცა დარეკა [სასამართლოდან], მე და ლევანი, გიორგის მამა, ერთად ვიყავით და მაშინ გვითხრა, რომ უკანასკნელი სიტყვებით აგინეს მას და მის გოგონას რევაზიშვილმა და გაგნიძემ. ხელის გაშვერით აგინეს…
დასკვნითი პროცესის დროს ლევანმა მთხოვა, მასთან ერთად ვყოფილიყავი. ლევანი ვერ მივიდოდა პროცესზე, რადგან საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა, არ იცოდა, რას ჩაიდენდა.
გიორგის მამას სერიოზული პრობლემები ჰქონდა და, მგონი ნელ-ნელა მოვატრიალეთ ცხოვრებისკენ. დედა საშინელ დღეშია, დაც ასევე. როგორ იქნებიან, ასეთ ანგელოზს რომ მოგიკლავენ და კიდევ აქეთ გემუქრებიან“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.