„ნაცმოძრაობა“ ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზია, რაშიც დასავლეთიც დარწმუნდა და ამ ეტაპზე სააკაშვილის დაბრუნებასზე „ჩალიჩი“ შეწყვიტა!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტმა ირაკლი გოგავამ განუცხადა.
„ფარული ჩანაწერების გამხოვანებლებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ამიტომაც არიან გაგიჟებული. სულ რომ ოქროები დაყაროს მიწაზე, სააკაშვილი ქართველ ხალხს ეზიზღება.
„ნაცმოძრაობა“ ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზია, რაშიც დასავლეთიც დარწმუნდა და ამ ეტაპზე სააკაშვილის დაბრუნებასზე „ჩალიჩი“ შეწყვიტა! ამის დასტურია ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, სადაც მან სააკაშვილს „დესტრუქციული“ უწოდა. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო რეიტინგულმა გამოცემა „ევროაქტივმა“ სააკაშვილი „კრემლის სასარგებლო იდიოტად“ გამოაცხადა“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.