სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 1257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვ 5 228 ტესტი გაკეთდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში კოვიდ-19-ის 187 441 შემთხვევაა გამოვლენილი. ამ დროისთვის მკურნალობას 13 427 პაციენტი გადის. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით 3416 ადამიანი გარდაიცვალა.