კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა „TV-პირველთან" საუბრისას მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" და აღნიშნა, რომ მისი დამსახურებაა ცხრაწლიანი რეჟიმის დანგრევა.
„2012 წელს „ქართული ოცნების" გამარჯვებით დამთავრდა „ნაციონალების" 9-წლიანი რეჟიმი.
არ შეიძლება, „ქართულ ოცნებას" მადლობა არ ვუთხრათ იმის გამო, რომ ის სისტემა დაანგრია და საზოგადოებას აჩვენა მკვლელების სახე.
პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც იყო და დღემდეა პარლამენტში, მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ადამიანებმა გმირულად ოთხი წლის განმავლობაში აჩვენეს ჯალათების სახე მთელ მსოფლიოს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს", - განაცხადა კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა.