logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მთელ მსოფლიოს აჩვენა „ნაციონალების“ ჯალათური სახე
- +

12 ივლისი. 2016. 16:19



კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა „TV-პირველთან" საუბრისას მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" და აღნიშნა, რომ მისი დამსახურებაა ცხრაწლიანი რეჟიმის დანგრევა.




„2012 წელს „ქართული ოცნების" გამარჯვებით დამთავრდა „ნაციონალების" 9-წლიანი რეჟიმი.

 

არ შეიძლება, „ქართულ ოცნებას" მადლობა არ ვუთხრათ იმის გამო, რომ ის სისტემა დაანგრია და საზოგადოებას აჩვენა მკვლელების სახე.

 

პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც იყო და დღემდეა პარლამენტში, მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ადამიანებმა გმირულად ოთხი წლის განმავლობაში აჩვენეს ჯალათების სახე მთელ მსოფლიოს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს", - განაცხადა კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner