logo_geo
eng_logo
მეწყრული პროცესის გამო, ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა
- +

25 მარტი. 2021. 14:42

 

 

 

მეწყერის ჩამოწოლის გამო, ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა.

 

მეწყრული პროცესების აქტიურობის გამო, აღნიშნული გზის სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე  გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს მეწყრული პროცესის შეჩერებისთანავე დაიწყებს.

 

რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს, მარგველიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაშია და მათთვის მედიკამენტების და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება დროულად მოხდება.

 

მეწყრული პროცესი ლაჯანურჰესის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner