logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
- +

25 მარტი. 2021. 13:06

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს, ესტონეთის ელჩს რიინა კალიურანდს, ნორვეგიის ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ეკა დგებუაძეს შეხვდა.

 

ვიზიტის ფარგლებში განიხილეს 2020 წლის 3 დეკემბერს ქალაქ ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში (CFCI) მონაწილეობის თაობაზე.

 

შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების ელჩებმა, ამ მიმართულებით ბათუმს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბავშვთა მეგობრული ქალაქის ინიციატივის Mოჩ–ის ფარგლებში ჩატარებული სიტუაციური ანალიზის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

,,ბავშვზე მორგებული ქალაქი" UNIჩEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზ

right_banner right_banner
არქივი
right_banner