იტალიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი და უამრავი დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა იტალიის სამხრეთ ნაწილში, პროვინცია ბარიში მოხდა.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
„BBC"-ის ცნობით, სამართალდამცველები დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.