logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: სააკაშვილი ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელი რომ არის, ამაში ვინმეს ეჭი შეაქვს?!
- +

25 მარტი. 2021. 17:11

 

 

 

„სააკაშვილი, როცა იუსტიციის მინისტრი იყო, ყველანაირად ცდილობდა, პრეზიდენტი შევარდნაძე დაეყოლიებინა, რომ სახელმწიფო საწარმოები -„მადნეული“  და „კვარციტი“ ხელისუფლებას აფერისტი ინვესტორებისათვის უსასყიდლოდ, არარსებული ვალის სანაცვლოდ მიეცა, თვითონ კი მათგან მილიონ-ნახევარი დოლარი ჰქონდა აღებული“, - ამის შესახებს ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძებნილად გამოცხადებულმა ლევან მამალაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„სააკაშვილი ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელი რომ არის, ამაში ვინმეს ეჭი შეაქვს?! იგი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მთელ ძალაუფლებას პირადი ანგარიშსწორებისათვის იყენებდა, რისი ერთ-ერთი მაგალითიც მე გახლავართ. იცით, სააკაშვილი თავიდანვე რატომ გადამეკიდა? როცა იუსტიციის მინისტრი იყო, ყველანაირად ცდილობდა, პრეზიდენტი შევარდნაძე დაეყოლიებინა, რომ სახელმწიფო საწარმოები -„მადნეული“  და „კვარციტი“ ხელისუფლებას აფერისტი ინვესტორებისათვის უსასყიდლოდ, არარსებული ვალის სანაცვლოდ მიეცა, თვითონ კი მათგან მილიონ-ნახევარი დოლარი ჰქონდა აღებული. სწორედ ამას შევეწინააღმდეგე და სააკაშვილს გეგმა ჩავუშალეთ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად ორ კვირაში „მადნეული“ და „კვარციტი“ რუსულ კომპანიას 1 ლარად გადასცა, ბიძამისი თემურ ალასანია წილში ჩასვა და ოფშორებიდან დღესაც წილს იღებენ“, - განაცხადა ლევან მამალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner