logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: როდესაც ორი თვით ადრე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციის ეს დესტრუქციული გეგმა პრაქტიკულად გაკოტრებულია
- +

25 მარტი. 2021. 18:08

 

„ოპოზიციამ დაანონსა საპროტესტო აქციები დღეიდან ორი თვის შემდეგ, რაც თავისთავად ძალიან უცნაურია და ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ოპოზიციის ამ რადიკალურმა დღის წესრიგმა მხარდაჭერა დაკარგა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმას მისი მხარდამჭერებიც კი არ ეთანხმებიან.

 

„მისი მხარდამჭერებიც კი არ ეთანხმებიან ოპოზიციის იმ დესტრუქციულ გეგმას, რომლის ნაწილიც არის ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დაყენება და მცდელობა, რომ საარჩევნო ყუთების გვერდის ავლით ვინმემ მიაღწიოს რაიმე ცვლილებას ამ ქვეყანაში. ამაზეც გაკეთდა განცხადებები როგორც ევროპარლამენტში, ასევე სენატში. პირდაპირ მოუწოდეს ჩვენმა პარტნიორებმა ოპოზიციას, რომ პარლამენტის გარეთ მათ ვერ წარმოუდგენიათ დემოკრატიის პროცესი და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. როდესაც ორი თვით ადრე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმებს არ აქვს მხარდაჭერა, პრაქტიკულად გაკოტრებულია ეს დესტრუქციული გეგმა. ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორად ორი არჩევანი - შევიდეს პარლამენტში და მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, ან დარჩეს მარგინალურ ველში და ბოლომდე გავიდეს დემოკრატიული სივრციდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner