„ოპოზიცია ქმნის ვირტუალურ დღის წესრიგს და საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც რეალურად დღის წესრიგში არ დგას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„მათ [ოპოზიცია] აქვთ ვირტუალური დღის წესრიგი, რომლის საკითხები საფუძველს მოკლებულია.
სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ჩვენ ოფიციალურად მოვისმინეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო არის ერთგული ევროპული, დასავლური არჩევანის და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ერთგულებაში ხაზი გაესვა როგორც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას, ასევე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებას.
ამის მერე ოპოზიცია რომ სანქციებზე საუბრობს, არასერიოზულია და თუკი ვირტუალური დღის წესრიგის მონაწილე და გამზიარებელი დარჩება ოპოზიცია, ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკური მომავალი ნამდვილად არ აქვთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.